ქეითერინგ კომპანია „კომპოტი“

წესები და პირობები

მოქმედების თარიღი: 2026 წელი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „წესები და პირობები“) წარმოადგენს საჯარო შეთანხმებას მომხმარებელსა და ქეითერინგ კომპანია „კომპოტი“-ს (შპს ონლაინ თრეიდ გრუპი, ს/კ 400312728) შორის და არეგულირებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1.2. ვებ-გვერდზე (www.kompoti.ge) ნებისმიერი ფორმით შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეთანხმება მოცემულ წესებსა და პირობებს.

1.3. კომპანია უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს წესებსა და პირობებში. ცვლილებების შემთხვევაში განახლებული ვერსია განთავსდება ვებ-გვერდზე და მისი გამოყენება გაგრძელდება გამოქვეყნების დღიდან.

1.4. კომპანიის ფაქტიური მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 35. საკონტაქტო ტელეფონი: 032 2 56 02 55. ელექტრონული ფოსტა: info@kompoti.ge.

მუხლი 2. მომსახურების აღწერა

2.1. კომპანია სპეციალიზდება შემდეგ მომსახურებებზე:

  • ფურშეტის ორგანიზება (პერსონალური და კორპორატიული ღონისძიებები);
  • შესვენება ყავაზე (coffee break);
  • ინვენტარის მიწოდება (ყველა ტიპის ჭურჭელი, ტექნიკა და სერვირების აქსესუარები);
  • ღონისძიების ადგილზე მომსახურება შესაბამისი პერსონალით.

2.2. პროდუქციის ასორტიმენტი და ფასები მოცემულია ვებ-გვერდზე და შესაძლოა ტექნიკური აღწერის ფარგლებში ცვლილება. საილუსტრაციო ფოტოები საიტზე შესაძლოა მიახლოებითი იყოს და განსხვავდეს ფაქტობრივი პროდუქტისგან.

მუხლი 3. შეკვეთის პროცედურა და დადასტურება

3.1. ვებ-გვერდზე პროდუქციის შერჩევა და შეკვეთის ფორმის „გაგზავნა“ წარმოადგენს წინასწარ განაცხადს და არ ნიშნავს საბოლოო შეკვეთას.

3.2. ფიზიკური პირების შემთხვევაში შეკვეთა დადასტურებულად და მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

  • კომპანიის მენეჯერი დაუკავშირდება მომხმარებელს და დააზუსტებს შეკვეთის დეტალებს (მენიუ, რაოდენობა, მიწოდების დრო და ადგილი);
  • მომხმარებელი სრულად გადაიხდის მომსახურების საფასურს;
  • მომხმარებელი კომპანიას წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქვითარს/საგადახდო დავალების სქრინშოტს).

3.3. იურიდიული პირების შემთხვევაში შეკვეთა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე და მასში განისაზღვროს ინდივიდუალური დებულებები.

3.4. შეკვეთა უნდა გაკეთდეს მინიმუმ 24 საათით ადრე, რეკომენდებულია 2-3 დღით ადრე გაფორმება.

3.5. კომპანია იტოვებს უფლებას, არ მიიღოს შეკვეთა რესურსების ნაკლებობის, გადატვირთული გრაფიკის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო.

3.6. თითოეულ პროდუქტზე განსაზღვრულია მინიმალური შეკვეთის რაოდენობა, რომელიც მითითებულია შესაბამის პროდუქტის გვერდზე.

მუხლი 4. ანგარიშწორების წესი

4.1. ანგარიშწორება ხორციელდება 100%-იანი წინასწარი გადახდის პრინციპით, მიწოდებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.

4.2. გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშწორებით, კომპანიის მიერ მიწოდებული საბანკო რეკვიზიტების ან გადახდის ბმულის მეშვეობით.

4.3. ვებ-გვერდზე მითითებული ფასები საინფორმაციო ხასიათისაა; საბოლოო ღირებულება დაზუსტდება შეკვეთის დადასტურებისას.

მუხლი 5. შეკვეთის გაუქმება და ცვლილება

5.1. მომხმარებლის ინიციატივით გაუქმება:

  • მიწოდებამდე 24 საათით ადრე ან მეტი: თანხა ბრუნდება სრულად.
  • მიწოდებამდე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე: გადახდილი თანხა არ ბრუნდება, რადგან კომპანიას უკვე გაწეული აქვს პროდუქციისა და რესურსების მობილიზების ხარჯი.

5.2. ცვლილებები შეკვეთაში:

  • პროდუქციის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, კომპანიასთან შეთანხმებით და შესაბამისი სხვაობის გადახდით.
  • პროდუქციის ამოკლება (რაოდენობის შემცირება) მიწოდებამდე 24 საათის განმავლობაში არ დაიშვება და თანხა გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

მუხლი 6. მიწოდების პირობები და მიღება-ჩაბარება

6.1. მიწოდება ხორციელდება თბილისსა და მის შემოგარენში. ცენტრალურ უბნებში მიწოდება, ძირითადად, უფასოა; სხვა ლოკაციებზე ტარიფი განისაზღვრება ინდივიდუალურად.

6.2. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეკვეთა თავად გაიტანოს კომპანიის სამზარეულოდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის 35ში.

6.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისას შეამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა და რაოდენობა. მიღების და კურიერთან შეთანხმების შემდეგ პრეტენზიები რაოდენობასა და ვიზუალურ დეფექტებზე არ მიიღება.

6.4. თუ მომხმარებელი არ დახვდება კურიერს შეთანხმებულ დროსა და ადგილზე, კომპანია იტოვებს უფლებას პროდუქცია დააბრუნოს სამზარეულოში. განმეორებითი მიწოდება ფასიანია.

მუხლი 7. ინვენტარის გაცემა და დაბრუნება

7.1. კომპანია მომხმარებელს აწოდებს შეკვეთით გათვალისწინებულ ინვენტარს (ჭურჭელი, ტექნიკა, სერვირების აქსესუარები და სხვა). ინვენტარის რაოდენობა ფიქსირდება მომხმარებლისთვის წინსწრებით მიწოდებულ ინვოისში და მისი მომხმარებლის მიერ დათვლა და მიღება თანხმდება კურიერთან (კურიერის მიერ მისამართის დატოვების შემდეგ პრეტენზია აღარ მიიღება).

7.2. მომხმარებელი ვალდებულია ინვენტარი დააბრუნოს იმავე რაოდენობით და კომპლექტაციით, როგორც მიიღო. დაბრუნების დრო და ადგილი შეთანხმდება წინასწარ.

7.3. ინვენტარის დათვლა ასევე ხორციელდება დაბრუნებისას. თუ დაბრუნებული ინვენტარის რაოდენობა არ ემთხვევა გაცემულ რაოდენობას, განსხვავება (დანაკლისი ერთეულები) ანაზღაურდება შესაბამისი ერთეულის სამმაგი ღირებულებით.

7.4. დაზიანებული ან გაფუჭებული ინვენტარის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს დანაკარგი და კომპანიასთან შეათანხმოს ანაზღაურების ვადები და ფორმა.

მუხლი 8. პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება

8.1. კომპანია პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე მხოლოდ მიწოდების მომენტამდე. მიწოდების შემდეგ პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე.

8.2. რეკომენდებულია პროდუქციის მოხმარება მიწოდებიდან არაუგვიანეს 2-3 საათისა (შენახვის პირობების გათვალისწინებით).

მუხლი 9. ალერგენები და კვებითი შეზღუდვები

9.1. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ, შეკვეთის გაფორმებამდე, აცნობოს კომპანიას არსებული კვებითი ალერგიების, ინდივიდუალური აუტანლობის ან სხვა დიეტური შეზღუდვის შესახებ.

9.2. წინააღმდეგ შეტყობინების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე.

9.3. კომპანიის პროდუქცია შესაძლოა შეიცავდეს საერთო ალერგენებს, მათ შორის: თხილი, რძის პროდუქტები, გლუტენი, კვერცხი, სოია და სხვა. მომხმარებელს შეუძლია დააზუსტოს შემადგენლობა შეკვეთის გაფორმებისას.

მუხლი 10. ადგილზე მომსახურება

10.1. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია გთავაზობთ ღონისძიების ადგილზე მომსახურებას შესაბამისი რაოდენობის პერსონალით და ინვენტარით. ამ მომსახურების საფასური დაზუსტდება ინდივიდუალურად.

10.2. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის პერსონალს სამუშაო სივრცე და სათანადო პირობები (თავისუფალი შესვენება, ელექტროენერგია, წყლის მიწოდება და სხვა).

მუხლი 11. ფორსმაჟორი და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

11.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისეთი გარემოებების გამო, როგორიცაა: სტიქიური უბედურება, საცობები, სახელმწიფო რეგულაციები ან სხვა დაუძლეველი ძალა.

11.2. ფორსმაჟორული გარემოებების დროს, კომპანია შეეცდება ალტერნატიული გზით დააკმაყოფილოს მომხმარებელი, თუმცა თანხის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოიშობა.

მუხლი 12. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემები

12.1. მონაცემთა დამუშავება: კომპანია აგროვებს მომხმარებლის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და მიწოდების მისამართს მხოლოდ სერვისის გაწევის მიზნით.

12.2. მარკეტინგი: ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი თანხმდება, მიიღოს საინფორმაციო/სარეკლამო შეტყობინებები კომპანიისგან. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ამ მომსახურებაზე.

12.3. მესამე მხარე: მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კომპანიის თანამშრომლებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ შეკვეთის შესრულებაში.

12.4. ანალიტიკა: ვებ-გვერდი იყენებს ქუქი (Cookie) ფაილებს და ანალიტიკურ ხელსაწყოებს სერვისის გაუმჯობესების მიზნით. ვებ-გვერდის გამოყენება ნიშნავს თანხმობას ქუქი-ფაილების გამოყენებაზე.

12.5. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების წაშლა ან გასწორება info@kompoti.ge მისამართზე მომართვით.

მუხლი 13. ინტელექტუალური საკუთრება

13.1. ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტები, ფოტოები, ლოგო, დიზაინი და სხვა ვიზუალური მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი უნებართვო გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 14. პრეტენზიების წარდგენის წესი

14.1. ყველა ტიპის პრეტენზია და საჩივარი უნდა წარდგეს კომპანიას info@kompoti.ge მისამართზე ან ტელეფონით: 032 2 56 02 55. კომპანია ვალდებულია განიხილოს პრეტენზია მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

14.2. პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზია მიიღება მხოლოდ მიწოდების დღეს და საჩივარს უნდა დართოს ფოტო/ვიდეო მტკიცებულება.

მუხლი 15. დავების გადაწყვეტა

15.1. ნებისმიერი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით.

15.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

15.3. მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

16.1. წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან.

16.2. ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება შეკვეთის განთავსების შემდეგ ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო დოკუმენტის მოქმედ ვერსიას.

© 2026 კომპოტი | www.kompoti.ge | ყველა უფლება დაცულია